logo
ENG



"მგონია, რომ არასწორი ინფორმაციაა" - გომელაური ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუზე

05 მაი 202315:48
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თვლის, რომ  გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

გომელაურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე "ყველაფერი კანონიერად გაკეთდა".

"მე, რა თქმა უნდა, მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, გადაღებულია ეს, პირდაპირ, უწყვეტი კადრებით ვიღებდით ჩვენი სამსახური, საექსპერტო სამსახური. ფაქტები გვაქვს, პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ყველა, ადგილზე ამოღებული მისი ტელეფონი, ყველა დაილუქა ადგილზე, კამერების წინ, ყველაფერი, რაც მას ჰქონდა თან. საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დაილუქა და გახსნეს, დალუქეს, ეს არის, ჩემი აზრით, ტყუილი. დაველოდოთ პროკურატურას", - თქვა გომელაურმა.

29 აპრილს შაბათის ფორმულას ეთერში გამომძიებლის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, სადაც მან აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

გამომძიებელმა თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. საქმის გამომძიებელმა შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაუბრა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება.

შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.


close დახურვა